ქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენაზე „FOIRE AUX VINS“ იყო წარდგენილი

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით, ბელგიის სამეფოს ქალაქ ლუზო-ინ-ეტში (Leuze-en-Hainaut), ორდღიან გამოფენაზე – FOIRE AUX VINS ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, FOIRE AUX VINS ყოველწლიური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ფრანგული, იტალიური და სხვა ევროპული ქვეყნების ღვინოები. გამოფენის სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებსა და იმპორტიორებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანიის როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური მეთოდით დამზადებულ 10-მდე ღვინოს.
„2024 წელს, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით, ქართული ღვინო მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი იყო 40-მდე საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე მსოფლიოს 19 ქვეყანაში: , საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, გერმანია, ფინეთი, , ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, ჩინეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია და ლატვია.
ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზრებია აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან – იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ წავახალისოთ ახალგაზრდების მიგრაცია