სანქცირების შემდეგ კობახიძემ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

აშშ-სა და დიდ ბრიტანეტში სანქციების დაწესების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბრძანებას ხელი დღეს, 20 დეკემბერს მოეწერა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას მ ხელი დღეს მოაწერა“, – წერია პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავარობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი – ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
გუშინ, 19 დეკემბერს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ -მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალური მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს.
რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქცირებული არიან:
· ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
· ალექსანდრე დარახველიძე – -ის მინისტრის პირველი მოადგილე;
· სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
· ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
· მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.

ასევე დაგაინტერესებთ