საქართველო – აშშ-ს ეკონომიკური კავშირები ბოლო წლებში ძირითადად ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.
2015-2023 წლებში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა აშშ-სთან გაიზარდა ექვსჯერ. ეს ზრდა ძირითადად იმპორტის მხრიდან იყო განპირობებული, განსაკუთრებით 2023 წელს, როდესაც ავტომობილების იმპორტი აშშ-დან მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, აშშ-ის წვლილი საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვაში სტაბილურად იზრდება. ამის შესახებ წერია PMC ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში.
2015-დან 2023 წლამდე აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 10-ჯერ გაიზარდა 2015-2023 წლებში აშშ-დან საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $826,5 მილიონი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებმა განიცადა თანმიმდევრული ზრდა მთელი პერიოდის განმავლობაში, 2020 და 2021 წლების გარდა როდესაც COVID-19-ის პანდემიამ შეაფერხა ინვესტიციები.
2015-დან 2023 წლამდე აშშ-დან ფულადი გადმორიცხვები თითქმის 5-ჯერ გაიზარდა, 2024 წლის ივლის-აგვისტოში კი აქედან გზავნილებმა რუსეთსა და იტალიასაც კი გადაუსწრო, საიდანაც აქამდე ყველაზე მეტი ფული შემოდიოდა გზავნილების სახით. ბოლო ცხრა წელში გზავნილებში ყველაზე მაღალი ზრდა 2023 წელს დაფიქსირდა, როცა აშშ-დან გადმორიცხული თანხა 41%-ით გაიზარდა.
აშშ-დან გადმორიცხული თანხა:
· 2023 წელი – 460 მლნ დოლარი;
· 2022 წელი – 327 მლნ დოლარი;
· 2021 წელი – 284 მლნ დოლარი;
· 2020 წელი – 218 მლნ დოლარი;
· 2019 წელი – 178 მლნ დოლარი;
· 2018 წელი – 160 მლნ დოლარი;
· 2017 წელი – 142 მლნ დოლარი;
· 2016 წელი – 128 მლნ დოლარი;
· 2015 წელი – 100 მლნ დოლარი;
