სპეციალურად მთის კურორტებისთვის შექმნილი აპლიკაცია SKIPASS-ით შესაძლებელია შეიძინოთ ან შევასოთ საბაგიროს ბარათი.
SKIPASS.GE: პირველი აპლიკაცია საქართველოს მთის კურორტებისთვის
საქართველოს მთის კურორტებისთვის შეიქმნა ინოვაციური აპლიკაცია – SKIPASS, რომელიც მომხმარებლებს მობილური აპლიკაციით სთავაზობს საბაგიროს სათხილამურო ბარათების მართვას.
MTA-სთან პარტნიორობით შექმნილი SKIPASS აერთიანებს საქართველოს ყველა წამყვან კურორტს – გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი და მესტია, რათა მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტი და სანდოობა უზრუნველყოს.
მთავარი მახასიათებლები:
ბარათის შევსება მობილურით: აპლიკაცია უზრუნველყოფს SKIPASS ბარათის სწრაფ შევსებას – უბრალოდ მიადეთ ბარათი ტელეფონს და გადაიხადეთ Apple Pay ან Google Pay-ით. ამას მხოლოდ 10 წამი სჭირდება, ნაცვლად რიგებში დგომისა და ბარათის ხელით შეყვანის.
ბარათის მიწოდების სერვისი: მათთვის, ვინც ჯერ არ ფლობს SKIPASS ბარათს, აპლიკაცია გთავაზობთ პერსონალიზებული ბარათის დამზადებას და თბილისის ფარგლებში შეკვეთიდან 45 წუთში მიწოდებას.
აქტუალური ინფორმაცია კურორტებზე: მალე, აპლიკაცია მოგაწვდით ინფორმაციას თოვლის დონეზე, ამინდის პროგნოზზე და სათხილამურო საბაგიროების სტატუსზე რეალურ დროში.
სპეციალური შეთავაზებები: SKIPASS-ით შესაძლებელია სხვადასხვა ფასდაკლებებისა და აქციების გამოყენება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის თქვენს ზამთრის დასვენებას.
აპლიკაციაში თავიდანვე ხელმისაწვდომია 30%-იანი ფასდაკლება მულტისკის სეზონურ აბონემენტზე Visa პრემიუმ ბარათით გადახდისას.
მომხმარებლებისთვის, ფუნქციონირებს 24-საათიანი მხარდაჭერის სერვისიც ნომერზე: 0 32 5 000 000
SKIPASS ცნობილ ქართულ ტექნოლოგიურ კომპანია Lemondo-ს შვილობილი პროექტია.
„Lemondo Growth Capital-ში შემავალ კომპანიებს ქართველი მომხმარებელი იცნობს უკვე ისეთი პროექტებით, როგორიც არის TRE.GE, Roamingo.com, QuickShipper, SS.GE, რამდენიმე მსხვილი ონლაინ მაღაზია და ათობით მობილური აპლიკაცია, რომლებიც 2 მილიონზე მეტ კმაყოფილ მომხმარებელს ითვლის. ამიტომ, SKIPASS-ის შექმნისას ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ქართველი მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება.“ – განაცხადა ლევან კილაძემ, Lemondo Growth Capital-ის დამფუძნებელმა.
SKIPASS.GE საქართველოს მთის კურორტების სასრიალო აბონემენტების ოფიციალური რესელერია. აპლიკაცია არ ეკუთვნის და არ იმართება მთის ტრასების სააგენტოს (MTA) მიერ.
(R)