კიბერშეტევის შედეგად პარალიზებულია უკრაინის სახელმწიფო რეესტრის სისტემა

კიბერთავდასხმის შედეგად მუშაობა დროებით შეწყვიტა უკრაინის სახელმწიფო და ერთიანი რეესტრის სისტემამ.
უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ოლგა სტეფანიშინამ ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევაში რუსეთი დაადანაშაულა. სისტემა 19 დეკემბერს ღამით გაითიშა და მის აღდგენას სავარაუდოდ, ორი კვირა დასჭირდება.
სტეფანიშინას განცხადებით, რუსი ჰაკერების მიერ ორგანიზებული თავდასხმის მიზანი იყო უკრაინის ძირითადი სახელმწიფო სერვისების ფუნქციონირების დარღვევა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო რუსი ჰაკერების ჯგუფმა XakNet Team-მა. მისი მტკიცებით, გაანადგურეს უკრაინის რეესტრის მონაცემთა სარეზერვო ასლებიც, რომლებიც პოლონეთში ინახებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ