გლდანის გამგეობის წლიური ანგარიში – ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი გზები, სანიაღვრე ქსელები, მრავალფუნქციური სკვერები და განახლებული ლიფტები, ეს ის სამუშაოებია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში რაიონში გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.
წელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა შეაჯამა. პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, გლდანის რაიონის გამგეობის სამოქალაქო საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ.
ღონისძიების ბოლოს, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლები მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
