“ვალებით შებოჭილი ადამიანები ვერ მოაწყობენ გაფიცვას” – ლევან ლორთქიფანიძე

ორი-სამი დღის წინ უმნიშვნელოვანეს სურათს მოვკარი თვალი: რამდენიმე ახალგაზრდა ქალი მარტო იდგა ერთ-ერთი ბანკის წინ და ვალების გადავადებას ითხოვდა. ცოტანი იყვნენ, მაგრამ ძალიან მედგრად და პრინციპულად იდგნენ, სიმამაცეს ასხივებდნენ. ხვალ 13 საათზეც იკრიბებიან უნივერმაღთან. გაფიცვა და წინააღმდეგობა ვალების ბორკილით შეუძლებელია. ჯაჭვებით შებოჭილი ადამიანები ვერ მოაწყობენ გაფიცვას. საქართველოსა და ევროპის მომავალი წნეხისა და ჩაგვრისგან გათავისუფლების გარეშე შეუძლებელია! ცხადია, გამოჩნდებიან შემცხადებლები, იტყვიან “რა შუაშია საბანკო სისტემა! ჩამოიშლება ეკონომიკა! ჩვენ ხელისუფლებას ვუტევთ და არა ბანკებს”. შუაში კი არა თავშია! არავის არ ვუტევთ, გვინდა დიდმა ეროვნულმა ბრძოლამ ერთი მისხალით უფრო მეტი სამართლიანობაც მოგვიტანოს! კეთილდღეობის იდეასგან წინააღმდეგობას ვერ დაცლით!

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!