როდესაც შს მინისტრს გისანქცირებენ მაგნიტსკის სიით, ნიშნავს, რომ შენ ხარ ქვეყანა, რომელიც აწამებს – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამბობს, რომ -ის ახალი სანქციები იმის მაჩვენებლია, რომ “ს გარშემო წრე ვიწროვდება.“
როგორც ხიდაშელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “გომელაური უბრალოდ შს მინისტრი არ არის, ის არის ამ მთავრობაში ივანიშვილის ყველაზე ახლო ადამიანი.“
მისი დასანქცირება არის საშინელი განაჩენი ქართული სახელმწიფოსთვის, ეს არის განაცხადი იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანებს აწამებენ. შს მინსიტრის მაგნიტსკის სიაში მოხვედრა არის განსაკუთრებით მძიმე განაჩენი ასეთი ტიპის ხელისუფლებებისთვის. როდესაც შს მინისტრს გისანქცირებენ მაგნიტსკის სიით, ნიშნავს, რომ გავლაშიც აღარ ხარ დემოკრატიასთან, შენ ხარ ქვეყანა, რომელიც აწამებს და წერტილი. ორად-ორი დანაშაული არსებობს დედამიწაზე, წამება და მონობა, რომელიც ყველა საერთაშორისო დოკუმენტით აკრძალულია, გამონაკლისის გარეშე. ეს არის განაჩენი იმ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლის პრემიერად, პარლამენტის თავმჯდომარედ, მინისტრებად და დეპუტატებად ეს ხალხი თავიანთ თავს ასახელებენ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამისს გადაწყვეტილებებს

რაჟდენ კუპრაშვილი – ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს „მხილების“ ძლიერი მექანიზმი, „მამხილებლის“ დაცვის მექანიზმი კი გაძლიერდება – მამხილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე, საჯარო სამსახურში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს

პროკურატურა – ბრალი წარედინა პირს, რომელმაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს თურქეთში რამდენიმე ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის მფარველობისთვის ქრთამი შესთავაზა