ზელენსკი: რუსეთიდან კონტროლირებადი მაფია ცდილობს, საქართველო პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს

არც ერთი დემოკრატიული ერი არ უნდა დარჩეს ერთიანი ევროპისა და ალიანსის მიღმა – ეს ეხება ს, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნებს. სამწუხაროდ, საქართველოში ს მიერ კონტროლირებადი მაფია ცდილობს, ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ევროპული გზიდან გადაიყვანოს. დღევანდელი მთავრობა თბილისში უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. მოგიწოდებთ, განახორციელოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილსა და მის ახლობლებზე, რათა არ დაუშვათ, საქართველოსთვის წართმეული მომავლითა და ათწლეულების პროგრესის დაკარგვით სარგებელი მიიღოს. ვერ დავუშვებთ ევროპაში ერთი ქვეყნის დაკარგვასაც კი, რადგანაც ერთის დაცემა დაყოფასთან და კონფლიქტთან დაგვაახლოებს.