რატი იონათამიშვილი – ოპოზიციის ნაწილი საერთოდ დაემალა ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრას – ვინც ამ შეხვედრაზე მივიდა საკმაოდ სასოწარკვეთილი ჩანს – მათ დაიმსახურეს, რომ იყვნენ სასოწარკვეთილები და დამალულები

ოპოზიციის ნაწილი საერთოდ დაემალა ამ შეხვედრას. ვინც ამ შეხვედრაზე მივიდა საკმაოდ სასოწარკვეთილი ჩანს. მათ დაიმსახურეს ორივე მდგომარეობა – რომ იყვნენ სასოწარკვეთილები და დამალულები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის ნაწილის ევროსაბჭოს დელეგაციასთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სინამდვილეში ოპოზიციას არც ევროპა აინტერესებს და არც ევროპული ღირებულებები.
„ოპოზიციის ნაწილი საერთოდ დაემალა ამ შეხვედრას. ვინც ამ შეხვედრაზე მივიდა საკმაოდ სასოწარკვეთილი ჩანს. მათ დაიმსახურეს ორივე მდგომარეობა – რომ იყვნენ სასოწარკვეთილები და დამალულები. შეფასებების ნაწილში მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ სინამდვილეში ამ ადამიანებს არც ევროპა აინტერესებთ და არც ევროპული ღირებულებები. ყველაფერს საზღვრავენ მხოლოდ იმით, ვის შეუძლია მათ რადიკალურ დღის წესრიგზე გარკვეული გავლენის მოხდენა და ვის არა. მხოლოდ ამის მიხედვით აფასებენ, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ეს არის ადგილობრივი აგენტურა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დაზიანება გაუხდია მიზნად. საბოლოო ჯამში დღითი დღე მხოლოდ საკუთარ თავებს აზიანებენ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს