“ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა” – რონდელის ფონდში სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

რონდელის ფონდში “ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის“ სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია და ახალი ნაკადის საზეიმო მიღება გაიმართა.
სასწავლო პროგრამა 2001 წლიდან 450-მა მონაწილემ დაასრულა, მათ შორის, ორი ყოფილი მინისტრი, 19 მინისტრის მოადგილე, ელჩები და სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები არიან.
პროგრამის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა – რობინ დანიგანმა და რონდელის ფონდის პრეზიდენტმა, ეკატერინე მეტრეველმა მიმართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა