ამსტერდამში 4-დან 11 წლამდე ბავშვებს ავტობუსებით, ტრამვაით და მეტროთი წელიწად-ნახევრის განმავლობაში უფასოდ გადაადგილება შეეძლებათ. ამგვარად, მერიას სურს მოტივაცია გაუწიოს ბავშვებს, რომ მომავალში უარი თქვან არა ეკოლოგიური ტრანსპორტის გამოყენებაზე – კერძოდ, ავტომობილებზე.
ამსტერდამმა უკვე შემოიღო უფასო მგზავრობა ბავშვებისთვის. 2023 წელს ბავშვები 4 თვის განმავლობაში უფასოდ მგზავრობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 2024 წელს ბავშვებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იყო ზაფხულის არდადეგების დაწყებიდან საშობაო არდადეგების დასრულებამდე – მაშინ ბავშვებმა თითქმის მილიონი მგზავრობა განახორციელეს ქალაქში. მერიამ ექსპერიმენტი წარმატებულად მიიჩნია, ამიტომ მისი გახანგრძლივება გადაწყვიტა.