საქართველოდან ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი 288%-ით, ფეროშენადნობების კი 113%-ით გაიზარდა – TOP 10 პროდუქტი
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში $6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9%-ით არის გაზრდილი.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წელსაც საქართველოს საგარეო ვაჭრობაში #1 პოზიცია მსუბუქი ავტომობილებს უკავია $2.2 მილიარდი დოლარით, რაც წლიურად 14%-ით არის გაზრდილი. ექსპორტში მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $316 მილიონით, რაც წლიურად 113%-ით გაიზარდა და ამ სექტორში შედარებით გააქტიურებაზე მეტყველებს. მესამე ადგილს კი სპირტიანი სასმელები იკავებს $270 მილიონი დოლარით.
საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ასე ნაწილდება:
· მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – $2.2 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14%;
· ფეროშენადნობები – $316 მილიონი, ზრდა წინა წელთან 113%
· სპირტიანი სასმელები – $270 მილიონი, ზრდა წინა წელთან 53%;
· ღვინის ექსპორტი – $262 მილიონი, ზრდა წინა წელთან 9.2%;
· ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $212 მილიონი, ზრდა წინა წელთან 288%;
· მინერალური და მტკნარი წყლები – $153 მილიონი, ზრდა წინა წელთან 26%;
· გაზირებული შაქრიანი სასმელები – $129 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24%;
· მედიკამენტები – $110 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1%;
· აზოტოვანი სასუქები – $103 მილიონი, კლება წინა წელთან 29%;
· ოქრო დაუმუშავებელი – $96 მილიონი, ზრდა წინა წელთან 20%.
სხვა დანარჩენი დასახელების საქონელი – 2.1 მილიარდი დოლარი, კლება წინა წელთან 12%.