ალენ ბერსე – ღია და კონსტრუქციული აზრთა გაცვლა იყო ოპოზიციურ პარტია „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“

ღია და კონსტრუქციული აზრთა გაცვლა ოპოზიციურ პარტიასთან „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე სოციალურ ქსელში წერს.
„ღია და კონსტრუქციული აზრთა გაცვლა ოპოზიციურ პარტიასთან „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“. აუცილებელი დისკუსია მათი მოთხოვნების მოსასმენად და საქართველოში არსებული დემოკრატიული გამოწვევების მოსაგვარებლად“, – წერს ალან ბერსე.