ითამაშებს თუ არა კვარაცხელია 21 დეკემბერს “ჯენოასთან” – იტალიური პრესის უახლესი ინფორმაცია

იტალიური Corriere dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბევრ კითხვას პასუხი დღეს გაეცემა.
“ნაპოლის” ექიმები დღეს საბოლოოდ იტყვიან, შეეძლება თუ არა ქართველს 21 დეკემბერს “ჯენოასთან” სერია A-ს მე-17 ტურში თამაში.
თუ ჩვენებურს ზეგ თამაშის უფლება არ დართეს, ის ამ წელს 1 შეხვედრაში მინიმუმ მაინც კიდევ ითამაშებს, რადგან 29 დეკემბერს წლის ბოლო მატჩს საშინაო კედლებში “ვენეციას” წინააღმდეგ სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
შეხსენებისთვის, კვრაცხელიამ ტრავმის გამო “უდინეზესთან” 1 შეხვედრა უკვე გამოტოვა და წესით, დღეს მოგვიანებით გვეცოდინება, უნდა
ველოდოთ თუ არა ხვიჩას 2 დღეში მოედანზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში