ბრიტანული National Grid ელექტრო ინფრასტრუქტურაში 35 მილიარდ ფუნტამდე ინვესტიციას განახორციელებს

ბრიტანული National Grid–ი, რომელიც ფლობს ელექტროგადამცემ ხაზებს ინგლისსა და უელსში, 2026-2031 წლებში ელექტრო ქსელის განვითარებაში 35 მილიარდ ფუნტ სტერლინგის (44,5 მილიარდი დოლარი) ინვესტირებას აპირებს, წერს Financial Times.
თანხები მოხმარდება ქსელის შენარჩუნებასა და მოდერნიზებას, ასევე ახალი ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიერთებას.
კომპანიამ ეს გეგმები მარეგულირებელს წარუდგინა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობას 2030 წლისთვის ქვეყნის ელექტრომომარაგების სისტემის დეკარბონიზაცია სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა