იანვარ-ნოემბერში, ექსპორტშიც და იმპორტშიც პირველ ადგილზე კვლავ მსუბუქი ავტომობილებია

2024 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 218.9 მლნ. დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 316.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 270.4 მლნ. აშშ დოლარით (4.5 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 082.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 185.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 562.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).
წინასწარი მონაცემები საქსტატმა გაავრცელა

ასევე დაგაინტერესებთ

გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად – 17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს