სამთო-მოპოვებით სექტორში ინვესტირებით დაინტერესებული სუბიექტებისთვის Colliers MMS-მა ახალი საინვესტიციო პროექტები მოამზადა

დღეისათვის მსოფლიოში მზარდია მოთხოვნა წიაღისეულ რესურსებზე. ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა, სპილენძი, ლითიუმი, გრაფიტი და კობალტი მიიჩნევა უახლოესი 10 წლის პერსპექტივით ყველაზე მოთხოვნად მეტალებად, რომლის ფასი სტაბილურად მზარდი და მყარია. მაღალია მოთხოვნა სხვადასხვა ინდუსტრიულ მინერალებზე, მათი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები გამოიყენება მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, სოფლის მეურნეობაში, მანქანათმშენებლობაში, რკინისა და მინის წარმოებაში, ენერგეტიკულ თუ სამშენებლო სექტორებში.
Colliers MMS საქართველოში 2020 წლიდან ეწევა წიაღისეული აქტივების განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის სპეციალიზირებულ მომსახურებას, რომლითაც დღემდე არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია სარგებლობს. კოლიერსის მინერალურ რესურსებთან დაკავშირებული სერვისები ემსახურება კლიენტის ინტერესებს – მიიღონ ტექნიკურად გამართული და ეკონომიკურად განჭვრეტადი ბიზნეს გადაწყვეტილებები.
მიმდინარე წლის ნოემბერში კოლიერსმა განაახლა საინვესტიციო პროექტების პორტფელი, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ პირველადი ინფორმაცია მათთვის საინტერესო აქტივების შესახებ, როგორც ლითონურ (ოქრო, სპილენძი, რკინა, იშვიათი მეტალები), ისე სხვადასხვა სახის ინდუსტრიულ მინერალებსა თუ სამშენებლო მასალებზე.
საინვესტიციო პროექტები განსხვავებული ზომისა და მასშტაბისაა, დაძიებისა და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, შესაბამისად კოლიერსის გუნდი ბიზნესს ეხმარება მიიღოს ზუსტი და რეალური ინფორმაცია ცალკეული აქტივის განვითარების მიზანშეწონილობაზე, ეკონომიკურ თუ რესურსულ პარამეტრებზე, საექსპორტო პოტენციალზე, საერთაშორისო ბაზრებზე, მოთხოვნადობაზე და აშ.
საინვესტიციო პროექტებს შორისაა: თაბაშირი (Gypsum) და მისი წარმოების შესაძლებლობა, საცემენტე თიხები და კირქვები (Cement grade limestones and clays), ბენტონიტი (Bentonite), ბარიტი (Baryte), ტალკი (Talc), კვარცი (Quarts), ცეოლითი (Zeolite) და მათი განვითარების შესაძლებლობა საქართველოში, ბუნებრივი ქვების მოპოვება და წარმოება, პირველადი დაძიების სხვადასხვა სტადიაზე და მასშტაბირების პოტენციალის მქონე იშვიათი და მძიმე მეტალების ობიექტები (Base, energy and rare metals).
საქართველოში წიაღის სექტორში ინვესტირებით დაინტერესება გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით: