ოპოზიციის საყრდენი ყოველთვის იყო და დღესაც არის გარე ძალები – ნანა კაკაბაძე

დღეს, როცა ცა და დედამიწასავით განსხვავდება მიდგომები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, წინა ხელისუფლებასა და დღევანდელს შორის, როცა დღევანდელ ხელისუფლებას ერთი გოჯი მიწაც არ დაუკარგავს, „მედასავლეთეებად“ მონათლული ოპოზიციის მანტია მოსხმული დღევანდელი მონები ძირს უთხრიან ქვეყნის სტაბილურობას და ცდილობენ დააბრუნონ ის ხელისუფლება, ვინც აწამებდა, არეკეტებდა, აკულაკებდა, მიწებს ასხვისებდა, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციის საყრდენი არასოდეს ყოფილა ქართველი ხალხი, რომელიც კონსტიტუციით ძალაუფლების წყაროა, არამედ მათი საყრდენი ყოველთვის იყო და დღესაც არის გარე ძალები, რომელიც მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და ოპოზიციას მხოლოდ სასარგებლო იდიოტებად მიიჩნევენ.
„ბრძოლა სკამებისთვის სულ უფრო აშკარად იკვეთება, რომ ოპოზიციად წოდებული დღევანდელი ლუზერი პოლიტიკოსებისთვის ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით „სამართლიანობისათვის, ადამიანის უფლებებისთვის და ობიექტური სთვის“ გაჩაღებული ბრძოლა, არის არა საქართველოსთვის, არამედ საკუთარი სკამებისთვის. ამ მიზნის მიღწევას, დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალები, ხედავენ მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრივ ჩამოშლაში, ჩვენი სამშობლოს დასანქცირების, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში და არეულობის მიღწევაში.
ისინი ღიად და დაუფარავად ემუდარებიან გავლენიან ქვეყნებს, ყველანაირი დახმარება აღმოუჩინონ, ჩვენი ქვეყნისადმი ბოროტი ზრახვების განხორციელებაში. საუკუნეების წინ, სწორედ ასე აწონებდნენ თავს და ემუდარებოდნენ მოღალატე ქართველები მონღოლებს, არაბებს, სპარსელებსა თუ თურქებს, მათი მორჩილი ქართველი დიდებულები აერჩიათ საკუთარ ქვეშევრდომებად და დაესვათ საქართველოში მმართველებად, ცდილობდნენ ასევე დაემტკიცებინათ, რომ სწორედ ისინი იქნებოდნენ ამ დიდი სახელმწიფოების ერთგულები და ქართველების ინტერესების შელახვის ხარჯზე მათი ინტერესების გამტარებლები.
საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ჩვენი თაობა ებრძოდა და ანგრევდა არა საკუთარ ქვეყანას, არამედ საბჭოთა სისტემას, რათა საქართველოს მოეპოვებინა დამოუკიდებლობა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ჩვენ ვამხელდით ხელისუფლებების მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვის ფაქტებს. არსებული ხელისუფლების მიერ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ ჩვენი ტერიტორიების გასხვისებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რასაც მტკიცებულებებით ვასაბუთებდით.
დღეს, როცა ცა და დედამიწასავით განსხვავდება მიდგომები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, წინა ხელისუფლებასა და დღევანდელს შორის, როცა დღევანდელ ხელისუფლებას ერთი გოჯი მიწაც არ დაუკარგავს, „მედასავლეთეებად“ მონათლული ოპოზიციის მანტია მოსხმული დღევანდელი მონები ძირს უთხრიან ქვეყნის სტაბილურობას და ცდილობენ დააბრუნონ ის ხელისუფლება, ვინც აწამებდა, არეკეტებდა, აკულაკებდა, მიწებს ასხვისებდა.
წინა პლანზე გამოყავთ მათ მიერვე ტვინგამორეცხილი და ტვინარეული ახალგაზრდები, ჟონგლიორობენ პატრიოტული გრძნობებით და მათი პირით აცხადებენ, თავისუფლება მონობაშიაო, რომ პატრიოტიზმი ქაოსშიაო, ყველაფრის ნგრევაში და ახალ არჩევნებშიაო, და რომ მხოლოდ ეს იქნება ქვეყნის წარმატების საწინდარიო. დაუსაბუთებლად მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, რომელიც მხოლოდ დესტაბილიზაციის საფუძველი შეიძლება იყო, ვინაიდან ზედიზედ 9 არჩევნებია აგებენ და სულ ერთი და იგივეს იძახიან – გააყალბესო.
ვერც ერთი გაყალბება ვერც ერთ დონეზე ვერ იქნა დასაბუთებული და მიუხედავად ამისა, უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას არაკანონიერს უწოდებენ. ხალხის უდიდეს ნაწილში ვერ შექმნეს გაყალბების აღქმა, რის გამოც მასობრივად ვერ გამოყავთ ისინი ქუჩაში. მათი საყრდენი არასოდეს ყოფილა ქართველი ხალხი, რომელიც კონსტიტუციით ძალაუფლების წყაროა.
მათი საყრდენი ყოველთვის იყო და დღესაც არის გარე ძალები, რომელიც მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და ჩვენს ლუზერ ოპოზიციას მხოლოდ სასარგებლო იდიოტებად მიიჩნევენ. ესენი კი სიამოვნებით უთანხმებენ ერთმანეთს მათ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს, ეს ინტერესი კი ძალაუფლების დაპყრობის ავადმყოფურ მისწრაფებაშია გამოხატული. ამაში გვარწმუნებს ყველაფერი – ყოველდღიური მარშების „კარწინკით“ დაწყებული, ევროპარლამენტში სალომეს უტიფარი გამოსვლით დასრულებული“, – წერს ნანა კაკაბაძე.