“2009 წელს ზურა მანჯავიძეს და მის ძმებს ნიღბიანი ზონდერები დაესხნენ თავს, დღეს იგივე ზურა მანჯავიძე მოძალადე რეჟიმს “რეცხავს“ – რას წერს

ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემის “იმედის დღის“ 18 დეკემბრის ეთერს, რომელშიც გადაცემის წამყვანები და სტუმრები – მომღერლები ზურა მანჯავიძე და ზურა ხაჩიძე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო ადამიანების ბულინგსა და ჟურნალისტების თავდასხმის ფაქტებზე საუბრობდნენ, კოალიცია “ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ნიკა მელია აღნიშნულ სტატუსში ზურა მანჯავიძეს მიმართავს და 2009 წელს, მასსა და მის ძმებზე შეიარაღებულ თავდასხმას ახსენებს:

“ტვ “იმედზე“ გუშინ გასულმა ამორალურმა დიალოგმა, 2009 წელს მომხდარი ძალადობის ფაქტი გამახსენა.

მაშინდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეს, მომღერალ ზურა მანჯავიძეს და მის ძმებს, მთაწმინდაზე ხელკეტებით შეიარაღებული, ნიღბიანი ზონდერები დაესხნენ თავს, მის მიერ გამოხატული, პოლიტიკური პოზიციის გამო.

დღეს ზის, იგივე ზურა მანჯავიძე და მოძალადე რეჟიმს “რეცხავს“, მის გვერდზე მჯდომი წამყვანი კი, ზონდერების მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმას „პირად ანგარიშსწორებას“ უწოდებს, ანუ ხელისუფლება არაფრის შუაშიაო.

ზურა, მინიმალური ადამიანობის საკითხია – გულწრფელად სოლიდარობას უცხადებდეთ ძალადობის მსხვერპლს, მით უმეტეს, როდესაც თავად გამოგიცდიათ იგივე და რეჟიმის „მრეცხავად“ არ იჯდეთ პროპაგანდისტულ არხზე.

ადრეც არსებობდნენ და ახლა ხომ არსებობენ და არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ხელისუფლების ძალადობა ხან ცუდია და ხან კარგი – ხელისუფლებას გააჩნია!

არც საქართველოს, არც თბილისს, ძალადობა არც ერთი ხელისუფლებისთვის უპატიებია. მოძალადეების “რეცხვით“ საზოგადოებაში სტატუსს ვეღარავინ შეინარჩუნებს“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას