– სწორედ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იქნება, რომელიც ბოლო ლურსმანს დაარჭობს კუბოზე „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმს

სწორედ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იქნება, რომელიც ბოლო ლურსმანს დაარჭობს კუბოზე „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმს – ვაი, თქვე საცოდავებო! – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, -ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ყველა ნარატივი ტყუილია.
„პირდაპირ გეტყვით, რომ სწორედ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იქნება, რომელიც ბოლო ლურსმანს დაარჭობს კუბოზე „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმს და თქვენ ამას დაინახავთ. დანარჩენი ყველაფერი არის ჩვეულებრივი პროპაგანდა. როგორც ესპანეთის, იტალიის, რუმინეთის, ევროპის საბჭოს პოზიცია იყო ტყუილი, ზუსტად ასეთივე ტყუილი არის ტრამპთან მიმართებაში ყველა ნარატივი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი და პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. მეტი არაფერი. ვაი თქვე საცოდავებო – ეს შემიძლია შევუთვალო ამ ადამიანებს“, -განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა რიჟამაძე – ევროპის ბაზრები მნიშვნელოვნად დიდია და ფასთა შორის სხვაობაც დიდი იქნება, მაგ დონემდე ცვლილება შეუძლებელია – რეგულირება ეხება არა ფასს, არამედ ურთიერთობას და აწესებს ჩარჩოებს, რის ფარგლებშიც შესაძლებელია, რომ კომპანიებმა ფასი დასწიონ