ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, იემენში „ჰუსიტების“ ინფრასტრუქტურა დაბომბეს

ისრაელმა იემენში „ჰუსიტების“ ინფრასტრუქტურა დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავებმა იემენში სამიზნე ობიექტებს დაარტყეს, რომლებიც „ჰუსიტების“ მიერ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა.
ისრაელის თვითმფრინავებმა იემენში პორტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
„ჰუსიტების“ სატელევიზიო არხის, Al Masirah-ს ინფორმაციით, ისრაელის იერიშებს იემენში 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება