გერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგთან თანამშრომლობას რომ გადახედოს, არ იქნება ურიგო, იმიტომ, რომ მას თავისი ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს

საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მაშინ, როცა გერმანიაში სამთავრობო კრიზისია, საუბარი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საფუძველსაა მოკლებული. მითუმეტეს, რომ როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, ამის ფაქტობრივი საფუძველი არც გერმანიას, და არც სხვა რომელიმე სახელმწიფოს არ აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისა და წინსვლის ამსახველ სხვადასხვა რეიტინგში კარგი პოზიცია უკავია.
„გერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგთან თანამშრომლობას რომ გადახედოს, არ იქნება ურიგო, იმიტომ, რომ რამდენიმე კვირის წინ ჩამოეშალა კოალიცია და დანიშნა. საოცარია პირდაპირ – გერმანიის მთავრობას თავისი ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს (ბუნდესტაგმა უნდობლობა გამოუცხადა) და საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს? ჯერ დალაგდნენ – გერმანიის საზოგადოებამ აირჩიოს ახალი ხელისუფლება, ჩამოყალიბდნენ ვინ ისაუბრებს ხალხის სახელით და მერე დაიწყონ საუბრები ურთიერთობებზე.
ეს ერთი და მეორე, ჩვენ ვისთანაც გვაქვს ურთიერთობები ევროპის ქვეყნებში, ამ კავშირებს ვაგებთ არა პიროვნებებთან, რომელთა განცხადებები შეიძლება ანტიქართულიც კი იყოს, არამედ სახელმწიფოებთან. შესაბამისად, გერმანიასთან ჩვენ გვქონდა და გვექნება ურთიერთობა და თანამდებობის ის პირები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პირადი კავშირები შეიძლება განმსაზღვრელი იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, ძალიან ცდებიან. არასოდეს მოხდება ის, რომ პიროვნებებმა განსაზღვრონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.
ესეც რომ არა, საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს რაღაც, რის გამოც შეიძლება საქართველოს ვინმესთან ჰქონდეს პრობლემა? მაშინ, როდესაც საერთაშორისო, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების დასკვნებით, საქართველო სხვადასხვა რეიტინგით გერმანიაზე წინაცაა, რომ არაფერი ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე, რაღაც საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს იმის, რომ საქართველოს უსაყვედურონ და დაადანაშაულონ შეფერხებებში.
ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რაც შეიძლება გამხდარიყო საქართველოს კრიტიკის საფუძველი. რა დოკუმენტი აქვს გერმანიას იმის, რომ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლის გამო უსაყვედუროს? არ არსებობს მსგავსი რამ. ამას ხედავს ხალხი და ამიტომაც ვამბობ, რომ მათ განცხადებებს მხარდაჭერა არ აქვს არც საქართველოში და არც გერმანიაში, სადაც მთავრობა ჩამოიშალა და ც კი დაინიშნა. ამიტომ, აჯობებს გერმანიის მთავრობამ იღვაწოს იმისთვის, რომ თანამშრომლობა უზრუნველყოს თავის საკანონმდებლო ორგანოსთან,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება