“კონტეს ნერესი “კვარას” გასაუმჯობესებლად სჭირდება” – კასანომ და ადანიმ დებატები გამართეს

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა ანტონიო კასანომ და დანიელე ადანიმ გადაცემა Viva el Futbol-ში „ნაპოლისა“ და ს შესახებ დისკუსია გამართეს.
კასანო – უდინეში „ნაპოლიმ“ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაღალ დონეზე ითამაშეს, თუმცა პირველ ტაიმში გაუჭირდათ. „უდინეზე“ ცდილობდა მაღალი პრესინგი შეეთავაზებინა, მაგრამ კონტეს გუნდი კარგად მოქმედებდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ახლა მინდა პროვოკაცია მოვაწყო – ლობოტკას შემდეგ მე ყველაზე მეტად კვარაცხელია მომწონს. „ნაპოლი“ ორივე ფლანგიდან მაღალი სისწრაფით უტევდა. თითქოს კონტეს უნდოდა გარემარბებს 1000 კმ/სთ სიჩქარე განევითარებინათ.
ანტონიოს სურდა „ათიანი“ ფრთაზე ყოფილიყო და
თავისი საქმე იქ ეკეთებინა. კითხვა მაქვს: ამის შემდეგ შეიძლება თუ არა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს, რათა ნერესს თამაშის საშუალება მიეცეს?
ადანი – კონტეს ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ხვიჩა გააუმჯობესოს და პოლიტანოსა და ნერესს შორის კონკურენცია შექმნას. ან შეიძლება დავიდი მაკტომინეისთან ცენტრში შესწიოს. არ ვამბობ, რომ ასე მოხდება, მაგრამ მე ეს იდეა ძალიან მომწონს. როდესაც ანტონიოს ვნახავ, ამის შესახებ ვეტყვი.
კასანო – ჩემო დანიელე, ვფიცავ, უბრალოდ გენიოსი ხარ. ამას მე ვერასოდეს ვერ მივხვდებოდი.