რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე 21-ე დღეა პროტესტი მიმდინარეობს.
დღეს, მოქალაქეებმა სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმეს მარში, 20:00 საათზე კი ყველა მარში რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა.
კერძოდ, განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს – ევროპული ფონდების ყოფილმა სტიპენდიატებმა. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე – მრავალფეროვნების მარში გაიმართა, ხოლო, განათლების სამინისტროდან – მასწავლებლების მარში შედგა.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – 26 მაისს იქნება პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები, მაგრამ არა სცენიდან ყაყანი, თუმცა არც უსცენობა, იქნება პოზიტიური სიურპრიზები, “შევარდნას”, “მივარდნას” არ უნდა ველოდოთ – იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, ნახავთ განსხვავებულ ამბებს