ინაუგურაციის შემდეგ თანამდებობას დაიკავებს ახლად არჩეული პრეზიდენტი, გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა, მთავრობა განაგრძობს საკუთარი პროგრამის შესრულებას – ეს პროცესი გაგრძელდება 29 დეკემბრის შემდეგაც

ინაუგურაციის შემდეგ თანამდებობას დაიკავებს ახლად არჩეული პრეზიდენტი, გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა, მთავრობა განაგრძობს საკუთარი პროგრამის შესრულებას – ეს პროცესი გაგრძელდება 29 დეკემბრის შემდეგაც
მოხდება ინაუგურაცია, თანამდებობას დაიკავებს ახლადარჩეული პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა, მთავრობა განაგრძობს საკუთარი პროგრამის შესრულებას. ეს იქნება პროცესი, რომელიც გაგრძელდება 29 დეკემბრის შემდეგაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის რესურსი არის განულებული.
„მთავარი ის არის, რომ მათი რესურსები გავანულეთ. ძალადობრივი და ყველანაირი რესურსი არის განულებული. აქედან გამომდინარე, ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებენ ისინი დემოკრატიულ პროცესს.
მოხდება ინაუგურაცია, თანამდებობას დაიკავებს ახლადარჩეული პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა, მთავრობა განაგრძობს საკუთარი პროგრამის შესრულებას.
ეს იქნება პროცესი, რომელიც გაგრძელდება 29 დეკემბრის შემდეგაც“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები