სალომე ზურაბიშვილი – ევროპას გამოწვევისთვის ბოლომდე არ უპასუხია, ბევრად მეტი შეიძლება და ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს – როცა ქართველები დღე და ღამე იბრძვიან, ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს

ევროპას გამოწვევისთვის ბოლომდე არ უპასუხია, ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რასაც ახლა ჩვენთან ცდის, ინტერვენციის გაცილებით იაფ ფორმას წარმოადგენს. ფორმას, რომლითაც ქვეყანაში თავის მარიონეტებს იყენებს, იყენებს ჩვენს საერთო დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არჩევნებს და არჩევნების გზით თავის წესებს აწესებს.
თუ გულწრფელები ვიქნებით, ევროპას გამოწვევისთვის ბოლომდე არ უპასუხია. ბოლო საგარეო საქმეთა საბჭო პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ ბევრად მეტი შეიძლება და ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს თქვენი თავისუფალი არჩევანია, მაგრამ მაშინ, როცა ქართველები დღე და ღამე იბრძვიან, ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს. ქართველები მნიშვნელოვან ზომებს ჯერ კიდევ ელიან, როგორც ბრიუსელიდან, ისე ვაშინგტონიდან. ვიმედოვნებ, უფრო ღრმა კრიზისისთვის ლოდინი არ მოგვიწევს, რათა ევროპამ იმოქმედოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)