ტყუილს, რომელსაც ავრცელებენ მყარი, საფუძველი არ აქვს – ესტონეთის საგარეო „ოცნების“ მთავრობაზე

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება იტალიის, რუმინეთისა და ესპანეთის მიერ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების უარყოფას.
როგორც ს საგარეო აცხადებს, ამით მსოფლიომ და ქართველმა ხალხმა ნახა, რომ „ოცნების“ მთავრობის ტყუილს საფუძველი არ აქვს.
„ესტონეთი აფასებს, რომ ესპანეთის, იტალიის და რუმინეთის მსოფლიოს და რაც მთავარია, ქართველ ხალხს აჩვენეს, რომ ტყუილს, რომელსაც მათი მთავრობა ავრცელებს, მყარი საფუძველი არ აქვს.
ესტონეთი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
#Estonia appreciates @SpainMFA @MAERomania & @ItalyMFA_int for making a stand & showing the world, but most importantly, the #Georgian people, that the lies their government is spreading have no solid ground. Estonia supports democracy in #Georgia 🇬🇪 pic.twitter.com/rNIYjKLsIk — Estonian MFA 🇪🇪 | 🌻 #StandWithUkraine (@MFAestonia) December 18, 2024
17 დეკემბერს მ მადლობა გადაუხადა უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს იმის გამო, რომ მათ ევროკავშირის საბჭოზე მხარი არ დაუჭირეს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას. მოგვიანებით კობახიძის განცხადება უარყვეს რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა.
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ვერ ასახელებს იმ წყაროებს, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებდა, რომ ამ ქვეყნებმა სანქციებს მხარი არ დაუჭირეს.