ძლიერი თოვა, ზვავი, ნისლი და ქარბუქი | 12 დეკემბრის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო, მთიან რაიონებში, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
სააგენტოს თქმით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.