ევროპა მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რასაც ვერ ამთავრებენ, პირიქით, ცეცხლის ხაზი მათ საზღვრებს უახლოვდება და სურთ ეს ცეცხლი ჩვენკენ გადმოისროლონ. ამიტომ სურთ “მაიდანი” საქართველოში

ევროპა მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რასაც ვერ ამთავრებენ, პირიქით, ცეცხლის ხაზი მათ საზღვრებს უახლოვდება და სურთ ეს ცეცხლი ჩვენკენ გადმოისროლონ. ამიტომ სურთ “მაიდანი” საქართველოში
„არავის სჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოები მართლაც ჩვენს დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე წუხან და მხოლოდ ამიტომ წნეხენ მოქმედ ხელისუფლებას. მათ მხოლოდ საკუთარი ბედი ადარდებთ“- წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, ევროპა სასოწარკვეთილი იქნება, სანამ ტრამპის პოლიტიკას არ შეუერთდება და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობა არ ექნებათ. მისი თქმით, ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომში მარტო დარჩა, ომს ვერ ასრულებენ და თავის გადარჩენის მიზნით, ცეცხლის საქართველოსკენ გადმოტანა სურთ. თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, საქართველოში მაიდანის მოწყობის მცდელობაც ამაზე მეტყველებს.
“ევროპა მანამდე იქნება ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, სანამ არ შეუერთდება ტრამპის პოლიტიკას და არ წავლენ რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების გზით. ამერიკა ფულს აღარ მიაწვდის უკრაინას, პირიქით, ტრამპის ადმინისტრაცია იმ თანხების ხარჯვის გამოძიებასაც აპირებს, რაც უკვე გადარიცხულია უკრაინაში.
ევროპა მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რასაც ვერ ამთავრებენ, პირიქით, ცეცხლის ხაზი მათ საზღვრებს უახლოვდება და სურთ ეს ცეცხლი ჩვენკენ გადმოისროლონ. ამიტომ სურთ “მაიდანი” საქართველოში. პოლონეთში უკვე ჯარის სამზადისს შეუდგენენ, რადგან რისკი მათთვის ყველაზე დიდია. ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. თუკი მათ შეძლეს ომის ცეცხლის საქართველოში გადმოსროლა, მაშინ ამერიკის ახალი პრეზიდენტი უკვე ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდება და ალბათ შემდგომში დაიგეგმება მომავალი ნაბიჯები. საქართველოს განადგურებას კი სულ რამდენიმე დღე სჭირდება.
ბუნებრივია, არავის სჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოები მართლაც ჩვენს დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე წუხან და მხოლოდ ამიტომ წნეხენ მოქმედ ხელისუფლებას. მათ მხოლოდ საკუთარი ბედი ადარდებთ და ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, იქნებ ახლა მაინც მიხვდეს რა არის მათთვის დღეს უმთავრესი და რას მალავენ “საქართველოზე ზრუნვის” ლოზუნგის მიღმა?“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები