“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ გააშუქა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა.

“საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ვალდებულება აქვს უზრუნველყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და რომელიც ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული და ობიექტური მედია, პირდაპირ ეთერში არ აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტისადმი მიმართვას;

ეს ხდება ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისისა და უპრეცედენტო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, იმ დროს, როცა გადასარჩენია ქვეყნის ევროპული მომავალი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, კვირა-ნახევარი დარჩა თანამდებობაზე, შესაბამისად არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს, ასე ადამიანი სკამს ეჭიდებოდეს, პირველად ვნახე

ჩვენ გვინდა მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით და მხოლოდ კეთილდღეობით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იმეორებს ზუსტად იმ სლოგანს, რომლითაც აგვირჩია ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს