მდინარაძის თქმით, მომდევნო ორი წელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იგივე იქნება

ფრაქცია “ქართული ოცნების”თავმჯდომარემ, მ 11 დეკემბერს გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
“მომდევნო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს მათ საშუალებას მისცემს, დაასრულონ ძალიან კარგი პროექტი, შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა, მოახდინონ მისი სრული აღჭურვა. ორი წლის შემდეგ, 2026 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ადამიანების რაოდენობის ნამრავლი 64-ზე.
დღევანდელი მოცემულობით თუ ავიღებთ წინა წლის დასაქმებულთა რაოდენობას, ეს მთლიანად ფარავს მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს. რა თქმა უნდა, პროგნოზია, რომ გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა…”, – თქვა მდინარაძემ. მისივე განმარტებით, კანონში დაზღვევის სახით იწერება ისიც, რომ შემცირების შემთხვევაში, თუ დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ამას ავტომატურად არ მიჰყვება და არ შემცირდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე მსჯელობა მმართველი პარტიის წევრებმა დაიწყეს. ათი დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 31 ოქტომბერს შევიდა, 15 ნოემბერს კი პირველი მოსმენით მიიღეს, რის შემდეგაც კონსულტაციები საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ