სალომე არის მეორე ზელენსკი! – ვატო შაქარიშვილი

ქვეყნის ღალატი რამდენიმე ხელმოცარული ევროპარლამენტარის მხურვალე ტაშის სანაცვლოდ! სალომე არის მეორე ზელენსკი! ისიც ვადაგასული პრეზიდენტია და არც არავინ ფიქრობს ში ს ჩატარებაზე! – ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, ს სიტყვით გამოსვლას ევროპარლამენტში.
მისი განცხადებით, ბრიუსელი ფეხებზე იკიდებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და მილიონზე მეტ ადამიანს, საერთოდ არ იმჩნევენ. თუმცა, შაქარიშვილის თქმით, ისინი არ იცნობენ საქართველოს, რადგან ჰგონიათ, რომ საზოგადოება ამგვარ ქცევას გულხელდაკრეფილი შეხვდება და შეეგუება.
“ქვეყნის ღალატი რამდენიმე ხელმოცარული ევროპარლამენტარის მხურვალე ტაშის სანაცვლოდ!
სალომე არის მეორე ზელენსკი! ისიც ვადაგასული პრეზიდენტია და არც არავინ ფიქრობს უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე! მიდი, მიდი შენ სანამ ბოლო უკრაინელს არ დაგასაფლავებინებთ, იქამდე პრეზიდენტი იქნებიო!
სალომესაც ეუბნებიან – ჩვენ თვალში შენ ხარ პრეზიდენტი და იქამდე იქნები, სანამ შენი საშუალებით გადატრიალებას არ მოვაწყობთ და სანამ, შენივე ხელით ომში არ ჩავრთავთ საქართველოსო.
ბრიუსელი ფეხებზე იკიდებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას! საერთოდ არ იმჩნევს 1.120.000 ადამიანს! რა ჰგონიათ, რომ გულხელდაკრეფილი შევხვდებით და შევეგუებით ამ ყველაფერს?! არ იცნობენ საქართველოს! არ იცნობენ ჩვენს ისტორიას!
საკუთარსაც კი არ იცნობენ! არც მტერს იცნობენ! აღარც ღირებულებები ახსოვთ! ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია მიმდგარია და დიდი უროთი ანგრევს საკუთარ თავს!
ჩვენი ჩაყოლება უნდათ ნანგრევებში, მაგრამ ამას არ დავუშვებთ!!!” – წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა დანაშაულებრივი ფაქტი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ადამიანების მკვლელობა, ლანძღვა, ბულინგი, ტერორი – არის კონკრეტული შედეგი იმ განგრძობითი პროცესის, რასაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება და პოპულარიზაცია ჰქვია

სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს როგორც შიდა დესტრუქციულ ძალებს, ასევე გარე ჩარევის მცდელობებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი პროფესიონალიზმი

ზუსტად იმის გამო მოკლეს ჩარლზ კირკი, რომ მან თქვა რეალური მიზეზი იმ ხოცვა-ჟლეტისა, რომელიც უკრაინაში და არა მარტო უკრაინაში მიმდინარეობს – ის რასაც ლაპარაკობდა კირკი და რის გამოც მოკლეს ის, იმას წლებია იძახის საქართველოში არსებული მმართველი პოლიტიკური ძალა