კობახიძე ვის, რას დაემუქრება, არავის აღარ ადარდებს – ირაკლი გურჩიანი

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი აცხადებს, რომ დღეს მიმდინარე მენტალობების ომში, ირაკლი ვის, რას დაემუქრება, არავის აინტერესებს. ამის შესახებ მან ტვ პირველს განუცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა საზოგადოების და ბიზნესის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ეკონომიკის ჩამოშლა გარდაუვალია.
„დღეს აღარ არის პარტიებს შორის ბრძოლა, დღეს მენტალობებს შორისაა ომი და კობახიძე ვის, რას დაემუქრება ეს არავის აღარ ადარდებს. ძალიან კარგია, რომ ბიზნესიც იმ აზრზეა, რომელზედაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილია.
თუ მთავრობა მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ბელარუსი, გველის, მეტი არაფერი. ჩვენ არც რუსი და არც ბელარუსი ხალხი ვართ, ქართველები სხვანაირი ტიპები არიან.
ეკონომიკურად აბსოლუტურად ჩამოიშლება ყველაფერი. ჩვენ რა ეკონომიკა გვაქვს, ძირითადად მცირე ბიზნესებია, დიდი წარმოებები ჩვენ არ გვაქვს და თუ მსოფლიოს მხარდაჭერა არ გვექნება აბსოლუტურად ვერაფერს გავაკეთებთ. ალბათ რუსული მმართველობისკენ მიდიან და მათთვის მთავარი ის არის, რომ შეინარჩუნონ ეს რუსული მმართველობა“, – განაცხადა გურჩიანმა.
ცნობისთვის, “ტოიოტა ცენტრი თბილისი” ერთ-ერთია იმ 784 კომპანიას შორის, რომლებიც Freebusiness-ის პლატფორმის მოთხოვნების – ახალი ს დანიშვნისა და დაკავებულთა გათავისუფლების მხარდამჭერია.