პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩია

248 მომხრე, 201 წინააღმდეგი – პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩია.
ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა, ტუსკი თანამდებობაზე ოფიციალურად ხვალვე დაინიშნოს, რაც საშუალებას მისცემს, ახალი სტატუსით გაემგზავროს ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე, რომელიც ხუთშაბათსა და პარასკევს იგეგმება.
“ეს მშვენიერი დღეა არა ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ამ წლების განმავლობაში ღრმად სჯეროდა, რომ ყველაფერი გაუმჯობესდება, რომ ჩვენ განვდევნით სიბნელესა და ბოროტებას. ყველაფერს ერთად გამოვასწორებთ. ხვალიდან ჩვენ შევძლებთ შეცდომების გამოსწორებას, რათა ყველამ, გამონაკლისის გარეშე, თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში”, – განაცხადა ტუსკმა კენჭისყრის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში