სალომე ზურაბიშვილი – უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს – 28 ნოემბერს ომი გამოაცხადეს!

კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ დაჩქარებულ პროცესს, დაჩქარებულ რუსულ გზას. არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევებს, რომლებიც არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ მოხდა. ფაქტი, რომ პარლამენტის პირველი სესია, რომელიც მხოლოდ მე შემიძლია მოვიწვიო, მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც მაშინ არ იყო პარლამენტის სპიკერი და ეს აღიარებული არაა კონსტიტუციის მიერ. და ამის შემდეგ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს დრო არ დაუტოვეს იმ სარჩელების განსახილველად, რომლებიც ჩვენ შევიტანეთ და პარლამენტის პირველი სესია დალოდების გარეშე მოიწვიეს, რაც კიდევ ერთი ანტი-კონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.
და, რა თქმა უნდა, 28 ნოემბერს, როგორც ჩვენ მივიჩნევთ, ომი გამოაცხადეს! პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც არ გააჩნია ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს ძალიან სადავოა, მაგრამ ასევე არ გააჩნია მანდატი ამისთვის, ვინაიდან კონსტიტუცია ძალიან კონკრეტულად ამბობს, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტმა ყველაფერი შესაძლებელი უნდა გააკეთოს ევრო-ატლანტიკური პროცესის დასაჩქარებლად. და ეს კონსტიტუცია, დიდწილად, იმავე პრემიერ-მინისტრის მიერ იყო დაწერილი, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოდის – რა მანდატით? და ამბობს, რომ ის აჩერებს [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებებს. ამ მომენტისთვის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და ამას ველოდით, მაგრამ ის ნამდვილად აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს უფლებისა და მანდატის გარეშე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)