GCCA-ის მიერ USA2GEORGIA-ს შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „თითელ ჯგუფს“ USA2GEORGIA-ს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის – შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა.
“საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ მოვაჭრის მიერ სოციალურ ქსელ-LinkedIn-ზე გავრცელდა რეკლამა, რომლის მიხედვითაც ამანათის გადაფუთვის მომსახურების ჩართვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც რეალობას არ შეესაბამება. კერძოდ, სავაჭრო პოლიტიკის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ამანათის მოვაჭრის -ის ოფისში მიტანამდე.
ასევე, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან ნაკლიანი მომსახურების შესრულების ფაქტი. კერძოდ, მომხმარებლებს მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკის შესაბამისად გააქტიურებული ჰქონდათ გადაფუთვის მომსახურება, თუმცა USA2GEORGIA-მ გადაფუთვის სერვისი არ განახორციელა, რის გამოც მომხმარებლებს ტრანსპორტირების საფასურის გაზრდილი ოდენობით გადახდა მოუწიათ”, – წერს სააგენტო.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა – მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის პროექტთან დაკავშირებული ტენდერი დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 4-მა კომპანიამ გამოთქვა