ქუთაისში, სასწრაფო დახმარების ძველ, გაუმართავ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ძველ, გაუმართავ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილები ინტერვენციული საავადმყოფოს მიმდებარედ იყო განთავსებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.