„მაკკეინის ინსტიტუტი“ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე: საოცრებაა, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ – იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების ხელით ხალხი დაიხოცება, პოლიტიკური გარემო შეიძლება კიდევ უფრო არასტაბილური გახდეს

„მაკკეინის ინსტიტუტი“ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე: საოცრებაა, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ – იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების ხელით ხალხი დაიხოცება, პოლიტიკური გარემო შეიძლება კიდევ უფრო არასტაბილური გახდეს
საოცრებაა, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება, – წერს „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ საქართველოში გამოგზავნილი შეფასების მისია, თბილისში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
ირკვევა, რომ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკკეინის ინსტიტუტმა, ს შემდგომი გარემოს შესაფასებლად მისია 9-13 დეკემბერს გამოაგზავნა, რომლებსაც საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან შეხვედრა და იმის გაგება სურდა, „როგორ უმკლავდებიან ქართველები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეულ სტრესს, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“.
მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, საპროტესტო აქციები მოხსენიებულია როგორც მშვიდობიანი და აღნიშნულია, რომ ათიათასობით ქართველმა მშვიდობიანი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებს ოთხი წლით აჩერებს.
„არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ შეაჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებს ოთხი წლით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს ევროპულ მომავალს.
ამან აიძულა ათიათასობით ქართველი დაეწყო მშვიდობიანი პროტესტი, მათ შორის იმ სოფლებში, რომლებსაც აქამდე არასდროს ჰქონიათ მსგავსი პროტესტის გრძნობა.
ჩვენმა თანამოსაუბრეებმა აღწერეს, თუ როგორ უტევდნენ და სცემდნენ მომიტინგეებს შავად ჩაცმული ბრიგადები იდენტიფიკაციის გარეშე, მაშინ, როცა ფორმიანი პოლიცია იდგა და არაფერს აკეთებდა.
მისია შეხვდა რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებმაც თქვეს, თუ როგორ დაიჭირეს ისინი საპროტესტო აქციების შემდეგ და როგორ სცემეს უგონო მდგომარეობამდე უშიშროების ძალებმა. შემდგომში მათ ცრუ ბრალი წაუყენეს ხულიგნობასა და ვანდალიზმში.
მისია შეაშფოთა მშვიდობიანი გამოხატვის მონაწილე მოქალაქეების მიმართ ოფიციალური ძალადობის მასშტაბებმა და სიმძიმემ.
საოცრებაა, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. იმ სამწუხარო შემთხვევაში, თუ ხალხი დაიღუპება სახელისუფლებო ავაზაკების ხელით, პოლიტიკური გარემო შეიძლება კიდევ უფრო არასტაბილური გახდეს.“- ვკითხულობთ „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მყოფი დელეგაცია შეხვდა პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფებს, რეგიონულ სამოქალაქო ლიდერებს, უმცირესობათა თემებს, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, ბიზნეს სექტორს, ხელოვნებისა და კულტურის სექტორს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მისიამ მოითხოვა, მაგრამ ვერ მოახერხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა.
დოკუმენტის ხელმომწერებს შორის არიან: „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი; საქართველოში -ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი; საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.

ასევე დაგაინტერესებთ

ისე, რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას სთავაზობენ მოცემულობით – “ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა” და თავგანწირული სლოგანით “მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა

ზურაბიშვილმა ხომ იცის, რომ მაქსიმუმ მასთან ვინც ხელისუფლებიდან მივა, ეს სამართალდამცავები იქნებიან – ხალხი, რომელიც ერთკვირიანი მობილიზაციით თბილისში ჩამოიყვანეს, სალომემ გაამიმუნა და გადაგდო