მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია –

მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმად, „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის „ბანდიტების“ ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება“, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის „მაკკეინის ინსტიტუტის“ და ზოგადად ასეთი ადამიანების ოცნება, თუმცა მათ ვერ მიაღწიეს საწადელს.
„მათ, როგორც ჩანს, ამ დღეების განმავლობაშიც ჰქონდათ გავლა მსხვერპლზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მალე, ხუთ დღეში ძალიან მარტივად შეძლო ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ, დაპირისპირებოდა სისტემურ და უხეშ ძალადობას, რომელსაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში და მადლობა ღმერთს, ყველაფერი დასრულდა არათუ მსხვერპლის გარეშე, არამედ რაიმე განსაკუთრებული გართულების გარეშე. მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც TBC ბანკი თანამშრომლობს ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, როგორიცაა ნანა დიხამინჯია, ეს ცალსახად უნდა განვიხილოთ როგორც დაფინანსება და ხელშეწყობა იმ პირების, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში