სირიაში დამარცხების შემდეგ არ უნდა მოიპოვოს საქართველო რუსეთმა. რაც რუსეთს ხელი მოეცარა უკრაინაში, საქართველოში უნდა მიაღწიოს გამარჯვებას? მოლდოვაში წააგო რუსეთმა, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ევროპა თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ ქვეყანას, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი, მისცეს საშუალება, ყველა დემოკრატიული წესები და ნორმები გათელოს“.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – ეს გახლავთ ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გზა, რომელიც ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს. მაგრამ ეს საკითხი გეხებათ თქვენც, ეხება ევროპას. ქვეყანამ, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი, ევროპა თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ ამ ქვეყანას მისცეს საშუალება, გათელოს ყველა დემოკრატიული წესები და ნორმები მას შემდეგ, რაც უარყოფა ან იგნორირება მოხდა ევროკავშირის 9-12 რეკომენდაციების. ევროპა ვერ მისცემს საშუალებას, მისი ძირითადი პრინციპების შეურაცხყოფა მოხდეს.
ასევე, საკითხი ეხება ევროპის სტრატეგიულ ინტერესს. დარწმუნებული ვარ, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპისა და დასავლეთის გზაგასაყარი რეგიონში. რუსეთი ცდილობს ამის ხელში ჩაგდებას. რუსეთი იხსენებს იმპერიულ დროს, გენერლების განცხადებას, რომლებიც ამბობდნენ, რომ „ვინც თბილისს ფლობს, ის კავკასიას ფლობსო“. ეს რუსეთისთვის არ შეცვლილა.
თუ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, მე სამხედრო ინტერვენციაზე არ ვსაუბრობ, საარჩევნო, კონსტიტუციურ ინტერვენციაზე ვსაუბრობ, ფსონი ძალიან მაღალია, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, დაკავშირებადობას, რაც შეეხება ცენტრალურ და სამხრეთ აზიას. ეხება, ასევე, სომხეთის ევროპულ მომავალს. ეს გაცილებით უფრო ღრმა პროცესია, ვიდრე მხოლოდ საქართველოს დემოკრატია ან საქართველოს დემოკრატიული არჩევანი.
სირიაში დამარცხების შემდეგ არ უნდა მოიპოვოს საქართველო რუსეთმა. რაც რუსეთს ხელი მოეცარა უკრაინაში, საქართველოში უნდა მიაღწიოს გამარჯვებას? მოლდოვაში წააგო რუსეთმა, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? იმედი, მაქვს ისევე წარუმატებლობას მიაღწევს რუმინეთშიც, წამყვანი პოზიციები საქართველოში უნდა მოიპოვოს? ეს გახლავთ კითხვები, რომლებსაც თქვენ გისვამთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/gia-suramelashvili_w_h-300x169.jpeg)