გერმანიაში გამოააშკარავეს თაღლითური ქსელი, რომლის წევრებიც ხანდაზმულ მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ

გერმანიაში გამოააშკარავეს თაღლითური ქსელი, რომლის წევრებიც ხანდაზმულ მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ.
როგორც ფრაიბურგის პროკურატურა იუწყება, მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში აღკვეთეს თაღლითობის 400 შემთხვევა, რომელთა შედეგად მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 4,5 მილიონ ევროს მიაღწევდა.
ოპერაციაში მონაწილეობდნენ სამართალდამცველები ავსტრიიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, ლუქსემბურგიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, დან და შვეიცარიიდან.
დაკავებული პირები ხანდაზმულ მოქალაქეებს ურეკავდნენ ტელეფონით, თავს ნათესავებად ასაღებდნენ და ფულს სთხოვდნენ.
პოლონეთში პოლიციამ აღმოაჩინა ქოლცენტრი, რომელიც მსგავსი თაღლითობით იყო დაკავებული. 20 პირი ცხელ კვალზე აიყვანეს.
ევროპოლის მხარდაჭერილი ოპერაცია, რომლის სამიზნეც თაღლითების საერთაშორისო ქსელი იყო, ნოემბრის ბოლოს დაიწყო და ორი კვირა გრძელდებოდა.