პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად დონალდ ტუსკი აირჩია

პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად დონალდ ტუსკი აირჩია, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური ტელეარხი TVN24 ავრცელებს.
ტუსკის პრემიერობას მხარი სეიმის 248-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 201 დეპუტატი იყო.
„მადლობა, პოლონეთო, ეს მართლაც შესანიშნავი დღეა, არა ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც სჯეროდა, რომ თქვენი წყალობით ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა“, – განაცხადა ტუსკმა კენჭისყრის შემდეგ.
დონალდ ტუსკის მხარდაჭერამდე პოლონეთის სეიმმა მატეუშ მორავიეცკის დროებით მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა.
დონალდ ტუსკი პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებშიც ედგა სათავეში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი