პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გახდა

პოლონეთის პარლამენტმა 11 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა დონალდ ტუსკის კანდიდატურას. მანამდე ამ თანამდებობას მათეუშ მორავეცკი იკავებდა, რომლის პარტიამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვეღარ შეძლო უმრავლესობის დაკომპლექტება.
ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ორშაბათს, ტუსკის კანდიდატურას პარლამენტში 248 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 201 კი წინააღმდეგი იყო.
პოლონეთის სამოქალაქო პლატფორმის პარტიის ლიდერი დონალდ ტუსკი გამოდის სიტყვით მას შემდეგ რაც ის პარლამენტმა პერმიერ-მინისტრად აირჩია. ფოტო: EPA-EFE/PAWEL SUPERNAK
ტუსკი, რომელმაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კოალიცია შექმნა პოლონეთის “მესამე ძალასა” და მემარცხენეებთან, მანამდეც იკავებდა ამ თანამდებობას. ის იყო პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 2007-2014 წლებში, შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
მართალია ოქტომბრის არჩევნებზე მორავეცკის კანონისა და სამართლიანობის პარტიამ ყველაზე მეტი, 36% მოიპოვა, თუმცა სხვა პარტიებმა უარი განაცხადეს მანამდე მმართველ პარტიასთან კოალიციაზე და ტუსკის ირგვლივ გაერთიანდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)