Reuters: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში ჩავა

ამერიკელი გადამდგარი გენერალი კით კელოგი იანვრის დასაწყისში ჩავა კიევში და ევროპის კიდევ რამდენიმე დედაქალაქში. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს კით კელოგი წარდგენილი ჰყავს სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინის საკითხებში.
ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, კელოგი კიევის გარდა ეწვევა პარიზსა და რომს. Reuters-ის წყაროთა თანახმად, ამ ვიზიტების მიზანია არა უკრაინაში ომის დასასრულებლად აქტიური მოლაპარაკებების დაწყება, არამედ ახალი ადმინისტრაციისთვის ინფორმაციის შეგროვება.
ტურნეს ფარგლებში კელოგი არ გეგმავს მოსკოვში ჩასვლას. ამასთან, ვიზიტის გეგმა ჯერ კიდევ შედგენის ეტაპზეა და ძირითადი პუნქტები შესაძლოა, შეიცვალოს.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, 80 წლის გადამდგარი გენერალი კით კელოგი უკრაინაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის გეგმის ერთ-ერთი ავტორია. გეგმა ითვალისწინებს ფრონტის ხაზების გაყინვას და მოლაპარაკებების დასაწყებად კიევსა და მოსკოვზე ზეწოლას.
უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის გაყინვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით