ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი – უკრაინის წინააღმდეგ ომში ასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა

რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენიმე ასეული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა, – ინფორმაციას The Guardian-ი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი უახლესი შეფასებით, მსხვერპლი, რომელიც კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ განიცადა, რამდენიმე ასეულს შეადგენს, ეს მოიცავს ყველას – დაწყებული მსუბუქად დაშავებულებიდან დამთავრებული დაღუპულებით“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
მისი თქმით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ყველა რანგის ჯარისკაცია.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ და შესაძლოა, სწორედ ეს განაპირობებს იმ მსხვერპლს, რასაც ისინი უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლაში განიცდიან.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალებს მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი კურსკში ინტენსიურ შეტევას ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობით ახორციელებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით