16 წლის გოგო ჯერ დანიშნეს, მას შემდეგ კი, რაც სკოლის მოსწავლემ გათხოვებაზე უარი თქვა, საქმრომ მოიტაცა – არასრულწლოვანსა და მის გამტაცებლებს ამ დრომდე ეძებენ

16 წლის გოგო ჯერ დანიშნეს, მას შემდეგ კი, რაც სკოლის მოსწავლემ გათხოვებაზე უარი განაცხადა, საქმრომ ის საკუთარი სახლიდან მოიტაცა. გატაცების საქმეზე სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დღეს დილიდან, მოზარდის ოჯახის წევრები და ახლობლები გამოიკითხნენ. სამართალდამცველები ამ დრომდე არასრულწლოვანსა და მის გამტაცებლებს ეძებენ.
რა ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცველებს გამოკითხვის შემდეგ დაზარალებულმა ოჯახმა უცნობია. საქმის სამართლებრივ საკითხებზე საუბარი არ ისურვა დაზარალებული ოჯახის ადვოკატმაც და კითხვებზე პასუხს თავი აარიდა.
16 წლის გოგოს გატაცების საქმეზე დღეს არ საუბრობენ, თუმცა გუშინ მსხვერპლის ოჯახი მომხდარის შესახებ დეტალურად ჰყვებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გამტაცებელმა რამდენიმე თვის წინ დანიშნა, შემდეგ კი გაიგო, რომ გოგონამ გათხოვებაზე უარი თქვა. 9 დეკემბერს, მომავალი მეუღლე, თანმხლებ პირებთან ერთად, მსხვერპლის სახლში შეიჭრა და ის ძალის გამოყენებით გაიტაცა. ამ დრომდე, 16 წლის გოგონას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოლოდინში არიან ფონიჭალაში – იქ, სადაც არასრულწლოვანი ცხოვრობდა.
ახალგაზრდა მამაკაცსა და მის თანმხლებ პირებს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს. 16 წლის გოგონას საქმეზე, გამოძიება ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს