ანაპაში, სანაპიროზე დაღვრილი ნავთობპროდუქტების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს

ანაპაში, სანაპიროზე დაღვრილი ნავთობპროდუქტების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.
რუსული მედიის ცნობით, სანაპიროზე მუშაობს საგანგებო სამსახურების 267 თანამშრომელი და 50 ერთეული სპეცტექნიკა.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები შავ ზღვაში ტანკერების ჩაძირვის შედეგად დაღვრილი ნავთობისგან სანაპირო ხაზის გასუფთავებას ცდილობენ.
ცნობისთვის, ორი რუსული ტანკერი 15 დეკემბერს ს მიერ ანექსირებული ს სანაპიროსთან ახლოს ჩაიძირა.
ამასთან, დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ დახმარება მოითხოვა შავ ზღვაში პორტ კავკაზის სიახლოვეს მცურავმა კიდევ ერთმა რუსულმა ტანკერმა. როგორც ცნობილია ამ ტანკერის კორპუსის ჰერმეტულობა დარღვეული არ არის.