საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) პროგნოზით, 2024 წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 1.11% იქნება.
IMF-ის პროგნოზი ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბალია, გარდა ამისა, ის მსოფლიოს ერთ-ერთ დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. 190 ქვეყანას შორის საქართველოზე უფრო დაბალი ინფლაცია IMF-ის შეფასებით მხოლოდ 12 ქვეყანაში არის მოსალოდნელი.
