ესპანეთის საგარეო უწყება – სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს – დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის

ესპანეთმა სრულიად დაუჭირა მხარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. კერძოდ, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის მადლობას უხდის 5 ქვეყანას – უნგრეთი, , იტალია, ესპანეთი და რუმინეთი, რომლებმაც ” ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე”.
ესპანეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ დეზინფორმაცია საფრთხეა დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შეეწინააღმდეგება.
“ესპანეთი ძალიან მკაფიოდ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო უფლებებსა და დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შევეწინააღმდეგებით”, – ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.